რა თანხა და რამდენი სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა ბასილაშვილმა ჰამბურგის ნახევარფინალში გასვლით

ნიკოლოზ ბასილაშვილი ჰამბურგის 500-ქულიანი ტურნირის მოქმედი ჩემპიონია და აღნიშნული სტატუსის დასაცავად ღირსეულად ასპარეზობს, ის ტურნირის პირველი ნახევარფინალისტია, მისი მეტოქე კი ალექსანდრ ზვერევისა და ფილიპ კრაინოვიჩის შეხვედრაში გამოვლინდება.

მსოფლიო რეიტინგის მე-16 პოზიციაზე მყოფმა ქართველმა ჩოგბურთელმა ნახევარფინალში გასვლით 180 სარეიტინგო ქულა უკვე დაიცვა, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ ის მომდევნო ეტაპზე ვეღარ გავა 500-ის მაგივრად მას რეიტინგში 320 ქულა ჩამოაკლდება.

ნახევარფინალში გასვლისათვის ბასილაშვილი 89 925 ევროს მიიღებს.

Live.ge წარმატებებს უსურვებს ქართველ ჩოგბურთელს.

რა თანხა და რამდენი სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა ბასილაშვილმა ჰამბურგის ნახევარფინალში გასვლით

სტატიის ავტორი
-