საქართველო 2:0 ფინეთი (U18)

საქართველოს 18-წლამდე ნაკრებმა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ამხანაგურ მატჩში ფინეთს უმასპინძლა და ანგარიშით 2:0 დაამარცხა. მატჩის მიწურულს, გიორგი მიქაძის გუნდმა ბოლოს მაინც შეძლო მეტოქის გატეხვა. 87-ე წუთზე მორჩილაძის გატანილ პენალტს მალე ფაჩულიას ზუსტი დარტყმულიც მოჰყვა.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა: ხარშილაძე, კვარაცხელია, ერაძე, ტეფნაძე, მამაცაშვილი, ბენდიანიშვილი, დევდარიანი, მორჩილაძე, ლომინაძე, ომარაშვილი, ზურაბიანი.

შეცვლაზე შევიდნენ: მაისურაძე, ლატარია, მირზიკაშვილი, ხუციშვილი, ოსიყმაშვილი, ფაჩულია, კონიაშვილი.

გუნდები მეორე ამხანაგურ მატჩს 19 ნოემბერს “მიხეილ მესხის” სათადარიგო მოედანზე ჩაატარებენ.

 

წყარო: საქართველოს საფეხბურთო ფედერაცია

საქართველო 2:0 ფინეთი (U18)

სტატიის ავტორი
-