საქართველოს მიერ ესპანეთის დამარცხებამ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია

2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩმა  –  საქართველო-ესპანეთი, რომელიც  „თბილისი არენაში“ ჩატარდა, საერთაშორისო კალათბურთის ფედერაციის ყურადღება მიიპყრო.

FIBA-ს გენერალურმა მდივანმა ანდრეას ზაგკლისმა  საქართველოს კალათბურთის ეროვნულ ფედერაციას პერსონალურად მიულოცა პირველი ოფიციალური მატჩის გამართვა ახალ „თბილისი არენაზე“ და აღნიშნა, რომ  გულშემატკივრით სავსე არენისა და ეროვნული ნაკრების შთამბეჭდავი შედეგის სატელევიზიო კადრებმა, ახალი დარბაზის გახსნა ნამდვილად ისტორიულად წარმოაჩინა.

ანდრეას ზაგკლისმა საქართველოს კალათბურთის ეროვნულ ფედერაციასთან უახლოეს მომავალში შეხვედრისთვის მზადყოფნა გამოთქვა და  ფედერაციის მთელ გუნდს წარმატებები უსურვა.

აღსანიშნავია, რომ საქართველო-ესპანეთის მატჩს დიდი გამოხმაურება მოჰყვა FIBA-ს მარკეტინგის დეპარტამენტისგანაც, რომელმაც საქართველოს კალათბურთის ეროვნულ ფედერაციას ელ-ფოსტის საშუალებით მიულოცა ახალ დარბაზში პირველი თამაშის ჩატარება, რომელიც სატელევიზიო პერსპექტივიდან დიდებულად გამოიყურებოდა და FIBA-ს მარკეტინგის გუნდისგან  საუკეთესო ბრენდინგისთვის ოქროს მედალს მიიღებს.

საქართველოს მიერ ესპანეთის დამარცხებამ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია 1

საქართველოს მიერ ესპანეთის დამარცხებამ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია

სტატიის ავტორი
-