საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში საპრეზიდენტო კენჭისყრა გაიმართა

15 თებერვალი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისათვის მნიშვნელოვანი დღე გახლდათ, ვინაიდან პრეზიდენტის ასარჩევი კენჭისყრა გაიმართა.

სფფ-ს მოქმედი პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი გახლდათ, ახალ კენჭისყრაშიც იგი ერთადერთი კანდიდატი იყო.

29-ე ყრილობაზე ლევან კობიაშვილმა სრული ნდობა მოიპოვა, ვინაიდან მან 100%-იანი მხარდაჭერა მიიღო დელეგატებისგან. კენჭისყრაში ჯამში 28 დელეგატი იღებდა მონაწილეობას.

არანაირი ცვლილება არ იგეგმება აღმასკომის რიგებში, რომელიც ასევე დღეს დამტკიცდა.

ლევან კობიაშვილი მეორე ვადით აირჩიეს, რის შედეგადაც იგი მომდევნო 4 წლის განმავლობაში სფფ-ს პრეზიდენტის პოსტზე იქნება.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში საპრეზიდენტო კენჭისყრა გაიმართა

სტატიის ავტორი
-