შერმადინის წარმატებული შეხვედრა ჩემპიონთა ლიგაზე | ტენერიფე სერიაში დაწინაურდა

გიორგი შერმადინის “ტენერიფემ” ჩემპიონთა ლიგის ეგიდით მორიგი შეხვედრა გამართა, სადაც პლეი-ოფში, თურქულ გუნდს – “ტოფაშს” უმასპინძლეს.

შეხვედრა საკმაოდ დაძაბული გამოდგა, რასაც საფინალო ანგარიშიც ცხადჰყოფს. მასპინძლებმა 1-ქულით, ანგარიშით 78:77, მოიგეს.

ქართველმა ლეგიონერმა შეხვედრა სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყო და პარკეტზე ჯამში 23:55 წუთი გაატარა, რა დროშიც საკუთარ გუნდს 17 ქულით, 9 მოხსნით, 1 შედეგიანი გადაცემით, 1 ჩაჭრითა და 1 ბლოკშოტით დაეხმარა.

“ტენერიფესა” და “ტოფაშის” საპლეიოფო სერია 2 მოგებამდე გრძელდება. ზემოთხსენებული შეხვედრა მათი პირველი დაპირისპირება იყო და შესაბამისად ანგარიში 1:0-ია ესპანელების სასარგებლოდ.

საპასუხო მატჩი თურქეთში, 12 აპრილს ჩატარდება. იმ შემთხვევაში თუ სერიაში ანგარიში გათანაბრდება, გადამწყვეტი მატჩი ესპანეთში გაიმართება, რაც შერმადინის გუნდს, გარკვეულწილად ხელსაყრელ პოზიციაში აყენებს.


ტენერიფე Vs. ტოფაში | მიმოხილვა | VIDEO


შერმადინის წარმატებული შეხვედრა ჩემპიონთა ლიგაზე | ტენერიფე სერიაში დაწინაურდა

სტატიის ავტორი
-