ტოჩინოშინის მარცხი აბისთან (ვიდეო)

ტოჩინონი ნაცუ ბაშოზე მნიშვნელოვან დაპირისპირებაში დამარცხდა.

შეგახსენებთ, რომ ოძეკის ტიტულის დაბრუნებისთვის, ტოჩინოშინს მიმდინარე ბაშოზე 10 გამარჯვება ესაჭიროებოდა, მას კი 9 გამარჯვება და 1 მარცხი ჰქონდა.

ასევე აღსანიშნავია, რომ დღეს იოკოძუნა კაკურიუმ, მარცხი განიცადა, ასანოიამამ კი გამარჯვება მოიპოვა და მიმდინარე ბაშოს რეიტინგში პირველ ადგილს იკავებს.

შემდეგი ბრძოლა ხვალ გაიმართება – ტოჩინოშინი მეისეის დაუპირისპირდება.

სტატიის ავტორი
-