ტოჩინოშინის პირველი ორი დღის მეტოქეები ცნობილია

12 იანვრიდან ტოკიოში, რიოგოკუ კოკუგიკანის სასახლეში, 2020 წლის, სუმოს პირველი სუპერტურნირი – ჰაცუ ბაშო აიღებს სტარტს.

განვლილ ბაშოზე წარუმატებელი ასპარეზობისა და არასახარბიელო ბალანსის დაფიქსირების შედეგად, აღნიშნულ ტურნირში ექს-ოძეკი ტოჩინოშინი მე-6 მაეგაშირას სტატუსით იასპარეზებს.

ქართველი გოლიათი საწყის ორ ბრძოლას მე-7 მაეგაშირების წინააღმდეგ გამართავს.

პირველ დღეს ლევან გორგაძე აღმოსავლეთის მე-7 მაეგაშირა შოჰოზანს შეერკინება, მეორე საბრძოლო დღეს კი ქართველი გოლიათი ბედს დასავლეთის მე-7 მაეგაშირა ონოშოს წინააღმდეგ გაარკვევს.

 

ტოჩინოშინის პირველი ორი დღის მეტოქეები ცნობილია

სტატიის ავტორი
-