UEFA-ს განახლებული რეიტინგი – ლიგა 1 TOP 5 ლიგაში აღარ არის

UEFA-მ 25 აგვისტოს საკლუბო რეიტინგები განაახლა, სადაც ხაზგასასმელი ფაქტია, რომ TOP 5 ლიგაში ლიგა 1 ვერ მოხვდა.

ანუ გამოდის, რომ ლეო მესი, რომლის “პსჟ”-ში ტრანსფერი, მსოფლიო ფეხბურთის ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტრანსფერი იყო, TOP 5 ლიგაში არ თამაშობს.

UEFA-ს განახლებული რეიტინგი - ლიგა 1 TOP 5 ლიგაში აღარ არის 1

პირველ ადგილზეა პრემიერ ლიგა, რომლის ანგარიშზეც 87,926 ქულაა. მეორე ადგილზეა ესპანური ლა ლიგა, რომელსაც 80.570 ქულა აქვს. მესამე ადგილზე იტალიის სერია ა არის – 63.616 ქულით. მეოთხე ადგილზე კი გერმანიის ბუნდესლიგა 61.427 ქულით. მეხუთე ადგილზე, ლიგა 1 (საფრანგეთის ჩემპიონატი) ჩაანაცვლა პორტუგალიის ჩემპიონატმა, რომლის ანგარიშზეც 44.216 ქულაა.

საფრანგეთის ჩემპიონატმა მეექვსე ადგილზე გადაინაცვლა, მათ ანგარიშზე 43.498 ქულაა.

საქართველოს ჩემპიონატი 7000 ქულით 46-ე ადგილზეა.

UEFA-ს განახლებული რეიტინგი - ლიგა 1 TOP 5 ლიგაში აღარ არის 2

UEFA-ს განახლებული რეიტინგი – ლიგა 1 TOP 5 ლიგაში აღარ არის

სტატიის ავტორი
-