უელსის მორაგბეთა ნაკრები საქართველოსთვის დაირაზმა

შემოდგომის ერთა სერიის ეგიდით გასამართ შეხვედრაში, უელსისა და საქართველოს დაპირისპირება შედგება.

19 ნოემბერს, 17:00 საათზე, “პრინციპალიტის” სტადიონზე ბორჯღალოსნები უელსს ისტორიაში მეოთხედ დაუპირისპირდებიან.

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებთან გასამართი მატჩის წინ, უელსის მთავარმა მწვრთნელმა შემადგენლობა დაასახელა.

უელსის მორაგბეთა ნაკრები საქართველოსთვის დაირაზმა 1

შეიძლება თამამად ითქვას, რომ უელსელები საქართველოს ნაკრებს გადახალისებული შემადგენლობით დაუპირისპირდებიან, თუმცა მარქაფაში უძლიერესი მორაგბეებით არიან დახუნძლულები.

ასევე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მორაგბე – ჯორჯ ნორსი, “ბორჯღალოსნების” წინააღმდეგ 13 ნომერზე ითამაშებს.

ასევე ეროვნულ ნაკრებს დაუბრუნდა ლილ ჰალფპენი, რომელიც გასული წლების ერთ-ერთ საუკეთესო უკანახაზელად ითვლება.

უელსის მორაგბეთა ნაკრები საქართველოსთვის დაირაზმა

სტატიის ავტორი
-