ვინ გამოიმუშავა ყველაზე მეტი თანხა აკი ბაშოზე 8 დღის შემდეგ

13 სექტემბერს, ტოკიოს რიოგოკუ კოკუგიკანის სასახლეში სტარტი სექტემბრის ანუ აკი ბაშომ აიღო, რომელში მონაწილეობას ქართველი ექს-ოძეკი ლევან გორგაძეც ღებულობს.

ტურნირი საკმაოდ საინტერესოდ მიმდინარეობს და ამ ეტაპისათვის შეიძლება ითქვას, რომ წინასწარი პროგნოზირება თუ ვინ შეძლებს ჩემპიონობას, თითქმის შეუძლებელია.

კორონავირუსის პანდემიიდან გამომდინარე სპონსორების რიხცვი საგრძნობლად შემცირდა. გთავაზობთ 8 დღის შემდეგ გამომუშავებული კენშოებისა და თანხის რაოდენობას (Top 5):

1) ტაკაკეიშო – 111 კენშო ≈ $44 400

2) ტერუნოფუჯი – 61 კენშო ≈ $24 400

3) ასანოიამა – 58 კენშო ≈ $23 200

4) ენდო – 46 კენშო ≈ $18 400

5) ტოჩინოშინი – 38 კენშო ≈ $15 200

ვინ გამოიმუშავა ყველაზე მეტი თანხა აკი ბაშოზე 8 დღის შემდეგ

სტატიის ავტორი
-