ვინ რა თანხა გამოიმუშავა ნაცუ ბაშოზე | 8 დღის მონაცემები

2022 წლის რიგით მესამე სუმოს სუპერტურნირი, მაისის ანუ ნაცუ ბაშო 8 მაისს დაიწყო და 22 მაისის ჩათვლით აქტიურ ფაზაში იქნება.

9 საბრძოლო დღის შემდეგ, ტურნირს 4 მებრძოლი ლიდერობს. საყურადღებოა, რომ არცერთი მათგანი სანიაკუს (უმაღლესი წოდების მქონე მებრძოლები: კომუსუბი, სეკივაკე, ოძეკი და იოკოძუნა) წევრი არაა.

კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული კრიზისიდან გამომდინარე, საკმაოდ შემცირდა კენშოების რაოდენობა, თუმცა ცხადია, რომ ეტაპობრივად ყველაფერი ნორმაში ბრუნდება და გარკვეული რაოდენობის კენშოები გამორჩეული ბრძოლების გამარჯვებულებს კვლავაც ერგებათ.

გთავაზობთ TOP 5 მებრძოლს, რომელთაც ყველაზე დიდი ოდენობის კენშოები გამოიმუშავეს ნაცუ ბაშოს მე-8 საბრძოლო დღის შემდეგ:


1) ტერუნოფუჯი – 128 კენშო ≈ $37,200

2) დაიეიშო – 75 კენშო ≈ $22,000

3) მიტაკეუმი – 60 კენშო ≈ $18,800

4) ტაკაკეიშო – 51 კენშო ≈ $16,800

5) კოტონოვაკა – 40 კენშო ≈ $16,000


სამწუხაროდ, გამომუშავებული თანხის მხრივ ქართველი ექს-ოძეკი ტოჩინოშინი არამხოლოდ ხუთეულს, არამედ ათეულს მიღმაა. მისი ბალანსი 5 მოგება და 4 მარცხია.

ვინ რა თანხა გამოიმუშავა ნაცუ ბაშოზე | 8 დღის მონაცემები

სტატიის ავტორი
-