აქვსენტი გიორგაძე ბორდოს შერკინების მწვრთნელად დაინიშნა

ვეტერანი “ბორჯღალოსანი” აქვსენტი გიორგაძე ფრანგული ტოპ 14-ის ერთ-ერთი გამორჩეული სარაგბო კლუბის შერკინების მწვრთნელად დაინიშნა.

ოფიციალურად დადასტურებული ინფორმაციით, გიორგაძე “ბორდოს” შერკინებას 2023/24 წლის სეზონიდან გაწვრთნის და კლუბში 2027 წლამდე დარჩება.


აქვსენტი გიორგაძე ბორდოს შერკინების მწვრთნელად დაინიშნა 1

შეგახსენებთ, ჟირონდინული სარაგბო კლუბის ღირსებას ქართველი ბურჯი – ლექსო ყაულაშვილი იცავს, რომელმაც გასულ სეზონში “ბორდოს” კვართი 23 დაპირისპირებაში (10 ძირითადი, 13 მარქაფა) მოირგო.

აქვსენტი გიორგაძე ბორდოს შერკინების მწვრთნელად დაინიშნა

სტატიის ავტორი
-