აქვსენტი გიორგაძე შარკსის შერკინების კონსულტანტად დაინიშნა

რამდენიმე წუთის წინ გავრცელებული ინფორმაციით, ვეტერანი “ბორჯღალოსანი” აქვსენტი გიორგაძე, “შარკსის” შერკინების კონსულტანტად დაინიშნა. გიორგაძის შერკინების კონსულტანტად დანიშვნის თაობაზე, “შარკსმა” ოფიციალური მოხსენება გამოქვეყნა.

“მოხარული ვართ, გაცნობოთ რომ “შეილ შარკსის” შერკინების კონსულტანტის თანამდებობაზე აქვსენტი გიორგაძე დაინიშნა. საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების ყოფილი წევრის მიერ ევროპაში დაგროვებული სათამაშო და სამწვრთნელო გამოცდილება ჩვენს გუნდს ძალიან წაადგება.”

“აქვსენტი გიორგაძის სამწვრთნელო გამოცდილება, საფრანგეთის ტოპ გუნდებს უკავშირდება. გიორგაძე “ლა როშელის” ფორვარდებს წვრთნიდა – კლუბის, რომელმაც ევროპული საკლუბო ტურნირისა და საფრანგეთის ჩემპიონატის ფინალებში იასპარეზა.”


აქვსენტი გიორგაძე შარკსის შერკინების კონსულტანტად დაინიშნა 1

აქვსენტი გიორგაძე შარკსის შერკინების კონსულტანტად დაინიშნა

სტატიის ავტორი
-