ბექა გორგაძის ტრავმა მძიმე აღმოჩნდა

ირლანდიასთან გამართული შეხვედრის დროს ბექა გორგაძემ ტრავმა მიიღო და მოედნის დატოვება მას ნაადრევად მოუწია.

სამწუხაროდ, ქართველი მორაგბის დაზიანება ძალიან მძიმე გამოდგა – ბექას ოპერაციის გაკეთება მოუწევს და მინდორს, სავარაუდოდ, ნახევარ წელზე ადრე ვერ დაუბრუნდება.

გორგაძის მდგომარეობის შესახებ “ბორჯღალოსნების” მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა ისაუბრა:

“სამწუხაროდ, ბექას ჯვარედინი იოგები და მყესები დაუზიანდა. ის საოპერაციოა, თუმცა მსგავსი რამ პროფესიონალურ სპორტში ხშირია.”

ბექა გორგაძის ტრავმა მძიმე აღმოჩნდა

სტატიის ავტორი
-