ბორჯღალოსანთა დიდი დანაკლისი იტალიასთან ბრძოლის წინ (ფოტო)

საფრანგეთის Top 14-ის მესამე ტური, საქართველოს მორაგბეთა ნაკრების ერთ-ერთი ლიდერისათვის, კოტე მიქაუტაძისათვის ნეგატიურად დაიწყო.

“ბორდო” – “მონპელიეს” დაპირისპირებიდან, სულ რაღაც ორი წუთი იყო გასული, როდესაც კოტე მიქაუტაძე შესაცვლელი გახდა. “მონპელიეს” ქართველმა მხტომელმა ხელის ტრავმა მიიღო. Live.ge-სთან საუბარში, მიქაუტაძემ დაადასტურა, რომ მან ხელი მოიტეხა. ჯერჯერობით უცნობია, თუ რამდენი ხნით იუქმებს ბორჯღალოსანთა მეორეხაზელი და შეძლებს თუ არა, ნოემბრის ტესტებზე (იტალია, სამოა, ტონგა) საქართველოს მორაგბეთა ნაკრების დახმარებას.

ბორჯღალოსანთა დიდი დანაკლისი იტალიასთან ბრძოლის წინ (ფოტო) 1

ბორჯღალოსანთა დიდი დანაკლისი იტალიასთან ბრძოლის წინ (ფოტო)

სტატიის ავტორი
-