ბრიტანელი და ირლანდიელი ლომები 2025 წელს ავსტრალიას ეწვევიან

ბრიტანელი და ირლანდიელი ლომების 2025 წლის ტურნე ავსტრალიაში გაიმართება. ოფიციალურად დადასტურებული ინფორმაციის თანახმად, ბრიტანელი&ირლანდიელი ლომები, ტურნეს ფარგლებში 9 მატჩს გამართავენ.

აღსანიშნავია, რომ ლომები 3 მატჩს ავსტრალიის მორაგბეთა ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ გამართავენ, 5 მატჩში სუპერ რაგბი პასიფიკის ავსტრალიურ სარაგბო კლუბებს დაუპირისპირდებიან, ხოლო ერთი მატჩი, რომელიც განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს და შეიძლება ითქვას, რომ უპრეცედენტოა ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის კომბინირებული თხუთმეტეულის წინააღმდეგ გაიმართება.

ცნობილია, რომ ლომები პირველ მატჩს 2025 წლის 28 ივნისს, ხოლო დასკვნით შეხვედრას 2 აგვისტოს გამართავენ.

ბრიტანელი და ირლანდიელი ლომები 2025 წელს ავსტრალიას ეწვევიან

სტატიის ავტორი
-