დავით ნინიაშვილი გლოსტერთან მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა

ჩელენჯ ქაფის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში ,,ლიონმა” ,,გლოსტერს” უმასპინძლა და 19:13 დაამარცხა.

შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ საქართველოს ეროვნული ნაკრების მორაგბე, დავით ნინიაშვილი დასახელდა.

ნინიაშვილის გარდა გუშინდელ მატჩში კიდევ ორმა ქართველმა ითამაშა – ,,ლიონის” შემადგენლობაში ბექა საღინაძემ, ,,გლოსტერის” შემადგენლობაში კი – გიორგი კვესელაძემ.

,,ლიონი” ჩელენჯ ქაფის მომავალ შეხვედრას 17 დეკემბერს, ,,დრაგონსის” წინააღმდეგ გამართავს, ,,გლოსტერი” კი ,,ბენეტონს” დაუპირისპირდება.


დავით ნინიაშვილი გლოსტერთან მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა

სტატიის ავტორი
-