საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მგეზავი – თედო აბჟანდაძე, ტოპ 14-ის ბინადარ “ბრივს” დაემშვიდობა. ფრანგულ მედია საშუალებებში გავრცელებული ინფორმაციით, აბჟანდაძე კარიერას “მონტაბანში” გააგრძელებს. Midi Olympique-ს მტკიცებით, საფრანგეთის პრო დ2-ის ბინადარმა “მონტაბანმა” დიდი წმენდა ჩაატარა, რის შემდეგაც, თედო აბჟანდაძე ერთ-ერთი პირველია, რომელიც გუნდს შეუერთდება. 2019 წელს, “ბრივში” გადასვლის შემდეგ, აბჟანდაძემ 28 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა (18 ტოპ 14, […]