დამოუკიდებელ სადისციპლინო მოსმენაზე სექსტონს განაჩენი გამოუტანეს

დამოუკიდებელ სადისციპლინო მოსმენაზე, ირლანდიის მორაგბეთა ეროვნული ნაკრებისა და “ლენსტერის” კაპიტანს, მხოლოდ 3-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯეს. აღნიშნულიდან გამომდინარე, ჯონი სექსტონი 2023 წლის რაგბის მსოფლიო თასზე ასპარეზობას შეძლებს.

მიღებული გადაწყვეტილების შედეგად, სექსტონი მსოფლიო თასისთვის მოსამზადებელ ეტაპზე გასამართ 3 მატჩს გამოტოვებს (5 აგვისტო – იტალია, 16 აგვისტო – ინგლისი, 26 აგვისტო – სამოა).

აღსანიშნავია, რომ სექსტონთან ერთად “ლენსტერიც” დაისაჯა. ირლანდიური საკლუბო რაგბის ფლაგმანი 7500 ფუნტით დაჯარიმდა.

შეგახსენებთ, ჯონი სექსტონი და “ლენსტერი” 2022/23 წლების სეზონის ფინალში, იაკო პეიპერთან და მის ასისტენტებთან მომხდარი სიტყვიერი შელაპარაკების გამო დასაჯეს.

დამოუკიდებელ სადისციპლინო მოსმენაზე სექსტონს განაჩენი გამოუტანეს

სტატიის ავტორი
-