დავით ნინიაშვილი და აკაკი ტაბუცაძე ჯგუფის საუკეთესო მოთამაშის ტიტულისთვის იბრძვიან

საქართველოს ეროვნული ნაკრების ორი მორაგბე – აკაკი ტაბუცაძე და დავით ნინიაშვილი რაგბი ევროპის ჯგუფის საუკეთესო მოთამაშეების ტიტულისთვის იბრძვიან.

საუკეთესო მორაგბის გამოვლენა ხმის მიცემით ხდება. ქართველი მორაგბეები მოწინავე პოზიციებზე არიან, თუმცა, ოპონენტებს დამაჯერებლად ვერ უსწრებენ.

დავით ნინიაშვილს ჯგუფში ჩატარებულ სამ შეხვედრაში 2 ლელო აქვს, აკაკი ტაბუცაძეს კი 5.

შემდეგი შეხვედრა “ბორჯღალოსნებს” რუმინეთის წინააღმდეგ ელით. აღნიშნული დაპირისპირება 5 მარტს 16:00 საათზე გაიმართება.

დავით ნინიაშვილი და აკაკი ტაბუცაძე ჯგუფის საუკეთესო მოთამაშის ტიტულისთვის იბრძვიან

სტატიის ავტორი
-