ექვსი ერისთვის ინგლისის ნაკრებში სამი გამორჩეული მოთამაშე არ გამოიძახეს

ბილი ვუნიპოლა, ექვსი ერისთვის დასახელებული 36 კაციანი განაცხადის მიღმა დარჩა.

ინგლისელთა ახალმა თავკაცმა სტივ ბორთვიკმა ნაკრებში კიდევ ორი გამოცდილი მოთამაშე არ გამოიძახა: ჯონი მეი და ჯეკ ნოუელი.

საინტერესოა, რომ ბორთვიკმა ნაკრებში 35 წლის დენ ქოულს უხმო, რომელსაც 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის შემდეგ ნაკრებში არ უთამაშია.

აღსანიშნავია, რომ 36 კაციდან 5 არის ისეთი მორაგბე, რომლებსაც აქამდე ნაკრებში არ უთამაშიათ. ესენი არიან “ნორთჰემპტონის” მგეზავი (10) ფინ სმიტი, “ლონდონ აირიშის” ფრთა ოლი ჰესელ-კოლინსი, “გლოსტერის” კვაჭი ჯორჯ მაკგიგანი და “ჰარლექუინსის” წყვილი კედან მარლი და ჯეკ უოკერი.

“ეს არის გუნდი, რომელიც გამოცდილებისა და ნიჭის ნაზავია. ის დაკომპლექტებულია მოთამაშეებით, რომლებიც შესანიშნავ თამაშს აჩვენებენ პრემიერშიპში” – თქვა ბორთვიკმა.

შეგახსენებთ, რომ სტივ ბოთვიკი მთავარ მწვრთნელად 19 დეკემბერს მას შემდეგ დანიშნეს, რაც ედი ჯონსი გაუშვეს. ამ უკანასკნელის შედეგები არც ისე დამაკმაყოფილებელი იყო. 2022 წელს ინგლისის ნაკრებმა 12 ტესტ-მატჩიდან მხოლოდ 5 მოიგო. აქვე იმიასაც შეგახნებეთ, რომ ედი ჯონის ავსტრალიის ნაკრების მთავარ მწვრთნელად დაინიშნა.

ექვსი ერისთვის ინგლისის ნაკრებში სამი გამორჩეული მოთამაშე არ გამოიძახეს

სტატიის ავტორი
-