განახლებული რეიტინგი | ბორჯღალოსნები კვლავ დაქვეითდნენ, ირლანდია რეიტინგის სათავეში

რაგბის საზაფხულო ტესტ-მატჩები დასრულებულია.

შაბათ-კვირას (16-17 ივლისს) ტესტ-მატჩები გაიმართა, ხოლო დღეს, ორშაბათს კი მსოფლიო რეიტინგი განახლდა, სადაც შემდეგი სურათი დაგვხვდა: მსოფლიო რეიტინგის სათავეშია ირლანდიის ნაკრები 90.03 ქულით, რომელთაც შაბათს, ახალი ზელანდიის ნაკრები ზედიზედ მეორედ დაამარცხეს და სერიაში გამარჯვება მოიპოვეს. ამ გამარჯვებით “სამყურებმა” 1.24 სარეიტინგო ქულა მოიპოვეს და მეორე პოზიციიდან პირველ ადგილზე აღზევდნენ.მსოფლიო რეიტინგის მე-2 ადგილს კი საფრანგეთი იკავებს.

მსოფლიო რეიტინგის მესამე პოზიციაზე დარჩა სამხრეთ აფრიკა, რომელსაც ახლა 88.61 სარეიტინგო ქულა აქვს.

მეოთხე ადგილზე დარჩა “ოლ ბლექსი”, რომელსაც ახლა 86.93  სარეიტინგო ქულა აქვს.

რაც შეეხება საქართველოს ნაკრებს, “ბორჯღალოსნები” მსოფლიო რეიტინგში ერთი პოზიციით დაქვეითდნენ, ეს დაქვეითება მხოლოდ იმ ფაქტმა გამოიწვია, რომ სამოამ ფიჯი დაამარცხა და წყნარი ოკეანის ერთა თასის გამარჯვებული გახდა. რითიც მსოფლიო რეიტინგში 1.54 სარეიტინგო ქულა ჩაიწერა და გადაასწრო ისევე როგორც საქართველოს, ასევე ფიჯის.

მე-11 ადგილზე 75.75 სარეიტინგო ქულით სამოა იმყოფება, მე-12 ადგილზე გადავიდა ფიჯი (75.08) და მე-13 ადგილზე კი “ბორჯღალოსნები” 74.51 ქულით იმყოფებიან.

განახლებული რეიტინგი | ბორჯღალოსნები კვლავ დაქვეითდნენ, ირლანდია რეიტინგის სათავეში

სტატიის ავტორი
-