გორგაძე, ყაულაშვილი, მელიქიძე – ქართველები ტოპ 14-ში ლიდერობენ

საფრანგეთის ტოპ 14-ის სხვადასხვა კლუბში ქართველი მორაგბეები წარმატებით ასპარეზობას განაგრძობენ. ელიტურ სარაგბო საკლუბო ჩემპიონატში, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების წევრებმა თავის დამკვიდრება მარტივად შეძლეს და საკუთარი გუნდების ლიდერებადაც ჩამოყალიბდნენ.

ქართველების წარმატებული ასპარეზობა თვალსაჩინოა, რაზეც ის გარემოებაც მეტყველებს, რომ დეკემბრის თვის სიმბოლურ გუნდში ერთბაშად 3 ქართველი მორაგბე მოხვდა. ბექა გორგაძე (“პო), ლექსო ყაულაშვილი (“ბორდო”) და გიორგი მელიქიძე (“სტად ფრანსე”) დეკემბრის თვის სიმბოლურ გუნდში მოხვდნენ.


გორგაძე, ყაულაშვილი, მელიქიძე - ქართველები ტოპ 14-ში ლიდერობენ 1

აღსანიშნავია, რომ სიმბოლურ გუნდში, ბურჯებად (1 და 3 ნომერი) ქართველები დასახელდნენ, ხოლო მესამე ხაზში (6 ნომერი) ქართველი მორაგბის ხილვა, კიდევ უფრო განსაკუთრებულ გარემოებას წარმოადგენს.

გორგაძე, ყაულაშვილი, მელიქიძე – ქართველები ტოპ 14-ში ლიდერობენ

სტატიის ავტორი
-