გრემ როუნთრი მანსტერის ფორვარდებს გაწვრთნის

ბორჯღალოსანთა შერკინების მწვრთნელმა, გრემ როუნთრიმ “მანსტერთან” გააფორმა კონტრაქტი. გავრცელებული ინფორმაციით, რაგბის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ, როუნთრი “მანსტერს” შეუერთდება. “მანსტერთან” გაფორმებული კონტრაქტის პირობების თანახმად, გრემ როუნთრი Pro14-ის ბინადარი ირლანდიური სარაგბო კლუბის ფორვარდებს 2022 წლის ივნისამდე გაწვრთნის.

“უზომოდ მოხარული ვართ, რადგან ჩვენს მიერ გაწეულმა შრომამ შედეგი გამოიღო და გრემთან ხელშეკრულება გაფორმდა. უკანასკნელი 1 თვის მანძილზე ჩვენ თავდაუზოგავად ვმუშაობდით და გრემის კალიბრის მწვრთნელის ჩვენს გუნდში ხილვა უდიდესი ბედნიერებაა”, – აღნიშნულია ირლანდიელთა განცხადებაში.

თავის მხრივ კომენტარი გააკეთა გრემ როუნთრიმ: “მოხარული ვარ, რომ ასეთ პრესტიჟულ გუნდს ვუერთდები. აგერთვე, სრულ ყურადღებას ვუთმობ საქართველოს მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებს. ბორჯღალოსნებთან მსოფლიო ჩემპიონატის დასრულებამდე დავრჩები. იოჰანთან და მის გუნდთან შეხვედრას მოუთმენლად ველი.”

 

გრემ როუნთრი მანსტერის ფორვარდებს გაწვრთნის

სტატიის ავტორი
-