ჯაბა ბრეგვაძე აჟენის ღირსებას დაიცავს

გრიგორ ქერდიყოშვილის ტრანსფერის გაოფიციალურების შემდეგ, “აჟენმა” საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების კიდევ ერთი წევრი დაიმატა. ტოპ 14-ის ბინადარი კლუბის ღირსებას ჯაბა ბრეგვაძე დაიცავს.

გავრცელებული ინფორმაციით, ბრეგვაძე “აჟენში” 2 სეზონის განმავლობაში იასპარეზებს. ტოპ 14-ის მიმდინარე სეზონში, “აჟენი” კატასტროფულ ფორმაშია და სატურნირო ცხრილში უკანასკნელ პოზიციაზე იმყოფება. საკმაოდ დიდია ალბათობა, რომ “აჟენი” მომავალ სეზონში პრო დ 2-ში დაქვეითდება.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების ჰუკერი 2011-2014 წლებში ბრანგული “ტულუზას” ღირსებას იცავდა.


ჯაბა ბრეგვაძე აჟენის ღირსებას დაიცავს 1


 

ჯაბა ბრეგვაძე აჟენის ღირსებას დაიცავს

სტატიის ავტორი
-