“La Gazzetta dello Sport” – 2022 წელს იტალია საქართველოს ეწვევა

ცნობილი იტალიური გამოცემა “La Gazzetta dello Sport“-ი ავრცელებს ინფორმაციას, რომ იტალიის მორაგბეთა ეროვნული ნაკრები, 2022 წლის ტესტ მატჩებზე საქართველოს საქართველოში შეხვდება.

მატჩის თარიღი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ის ფაქტი დადასტურებულია, რომ იტალია საქართველოში სათამაშოდ ჩამოვა.

2022 წლის თებერვლიდან – მარტამდე, იტალიის მორაგბეთა ეროვნული ნაკრები 6 ერზე იასპარეზებს, შემდეგ ზაფხულში – ივლისის ტესტებს ჩაატარებს და წლის ბოლოს, შემოდგომაზე – ნოემბერში, ნოემბრის ტესტ მატჩებს ითამაშებს. ასევე ცნობილია, რომ იტალიელები რუმინეთთანაც ითამაშებენ.

საიტზე კალენდარი გამოქვეყნებულია, თუმცა ჯერჯერობით უცნობია თარიღი, თუ როდის შეერკინებიან ქართველი და იტალიელი მორაგბეები ერთმანეთს.

"La Gazzetta dello Sport" - 2022 წელს იტალია საქართველოს ეწვევა 1

“La Gazzetta dello Sport” – 2022 წელს იტალია საქართველოს ეწვევა

სტატიის ავტორი
-