ლაშა მალაღურაძემ კრასნი იარი დატოვა

რუსული კლუბის ხელმძღვანელობამ ლაშა მალაღურაძისათვის კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარი განაცხადა.

აღნიშნული, საკმაოდ უცნაური გადაწყვეტილების მიზეზად “კრასნი იარის” წარმომადგენლებმა ორი ფაქტორი დაასახელეს: კლუბში ლეგიონერების ლიმიტი და საქართველოს მორაგბეთა ნაკრების შემადგენლობაში, მსოფლიო თასის მოსამზადებელი მატჩები, რომლებშიც მალაღურაძე მიიღებს მონაწილეობას. “კრასნი იარის” წარმომადგენელთა განცხადებით, მალაღურაძეს სანაკრებო ტესტ-მატჩების გამო საკლუბო შეხვედრების გაცდენა მოუწევდა.

ქართველი ცენტრი/ფულ-ბეკი “კრასნი იარის” ღირსებას 2016 წლიდან იცავდა. მალაღურაძე რუსულ კლუბს ფრანგული “ბანიერიდან” შეუერთდა.

 

ლაშა მალაღურაძემ კრასნი იარი დატოვა

სტატიის ავტორი
-