სარაგბო გამოცემა – Rugbypass-ი ყველა დროის საუკეთესო თხუთმეტეულს ასახელებს, რაშიც მონაწილეობას გამოკითხვის საშუალებით მკითხველი იღებს.
ამ მომენტისთვის გუნდი 10 მორაგბითაა დაკომპლექტებული, რომელთა შორის საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი წევრი, მამუკა გორგოძეცაა. 8 ნომრის პოზიციაზე, გორგოძის გარდა, არაერთი ლეგენდარული მოთამაშე იყო ნომინირებული, თუმცა, ხმათა უმრავლესობით, სიმბოლურ გუნდში სწორედ ქათველი მოხვდა.
დღეს Rugbypass-მა გორგოძეს სტატია მიუძღვნა, სადაც ხაზგასმულია, რომ ამ მომენტისთვის ,,დიდების დარბაზში” შესული 10 მორაგბიდან ერთადერთი არაახალზელანდიელი და არასამხრეთაფრიკელია და ეს მამუკა გორგოძეა.
სიმბოლური გუნდი ამჟამად ასე გამოიყურება:
- ოს დიუ რანდტი (სამხრეთ აფრიკა)
- შონ ფიცპატრიკი (ახალი ზელანდია)
- ოუენ ფრეკსი (ახალი ზელანდია)
- ებენ ეთზებეტი (სამხრეთ აფრიკა)
- ვიქტორ მატფილდი (სამხრეთ აფრიკა)
- ჯერომ კაინო (ახალი ზელანდია)
- რიჩი მაკკოუ (აზალი ზელანდია)
- მამუკა გორგოძე (საქართველო)
- აარონ სმიტი (ახალი ზელანდია)
- დენ კარტერი (ახალი ზელანდია)