“მნიშვნელობა არ აქვს ვინ დგას ჩემს წინ, მთავარია ვინ მიდგას გვერდით” – დავით ნინიაშვილი

რაგბი TV-ს ეთერში ახალი და საინტერესო გადაცემა “ჯენტლმენების თამაში” გამოჩნდა, რომლის პირველი ეპიზოდის სტუმარი, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრებისა და “ლიონის” ვარსკვლავი – დავით ნინიაშვილი გახლდათ.

დავით ნინიაშვილმა გადაცემის ავტორთან საინტერესო თემების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ მნიშვნელობა არ აქვს, თუ ვინ არის მისი მოწინააღმდეგე – მთავარია, ვინ დგას მის გვერდით.

“მე ვთვლი, რომ მოედანზე ყველა ერთია. ვინც არ უნდა იყოს ყველას შეუძლია, რომ საოცრება მოახდინოს. მე ასე ვთვლი – მოედანზე რომ დავდგები, არ მაინტერესებს წინ ვინ დგას – მთავარია გვერდით ვინ მიდგას და ჩემი გუნდელი ვინ არის”.

სრული გადაცემის ნახვა აღნიშნულ ლინკზეა შესაძლებელი.

“მნიშვნელობა არ აქვს ვინ დგას ჩემს წინ, მთავარია ვინ მიდგას გვერდით” – დავით ნინიაშვილი

სტატიის ავტორი
-