მომენტი, როდესაც ორივე გუნდი გამარჯვებას აღნიშნავს | VIDEO

7 თებერვალს, ტოპ 14-ის მე-17 ტურის შეხვედრაში, “ბიარიცი” “ლა როშელს” დაუპირისპირდა. ბიარიცში გამართული დაძაბული მატჩი მასპინძელთა გამარჯვებით, 27:24 დასრულდა.

მატჩის მიწურულს, იმ დროს, როდესაც “ბიარიცი” 20:24 მარცხდებოდა სახალისო შემთხვევა დაფიქსირდა – “ბიარიცის” სასარგებლოდ მეტოქის 5-მეტრიანში აუტი დაინიშნა, რომლის ჩაწოდების მომენტში მოედანზე ორი ბურთი აღმოჩნდა. ერთი სტუმართა მორაგბემ მოიგერია – ხოლო მეორე “ბიარიცის” ჰუკერმა დაამიწა. სასტვენის შემდეგ ორივე გუნდის მორაგბეებმა გამარჯვება აღნიშნეს. მორაგბეები შეცდომაში გულშემატკივარმა შეიყვანა, რომელმაც მოედანზე ბურთი აუტის ჩაწოდების მომენტში გადმოაგდო – მატჩის მთავარმა არბიტრმა ლელო არ ჩათვალა, შეხვედრა კი შერკინებით გაგრძელდა.

საბოლოოდ, “ბიარიცმა” გაწითლებულ დროში მაინც შეძლო ლელოს დადება და უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა. “ბიარიცის” რიგებში ბურჯმა – გიორგი ნუცუბიძემ ძირითად შემადგენლობაში იასპარეზა. მასპინძელთა კიდევ ერთი “ბორჯღალოსანი” – თორნიკე ჯალაღონია საქართველოს მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებში იყო გამოძახებული და პორტუგალიის წინააღმდეგ გამართულ მატჩში შეძლო ლელოს დადება.

მომენტი, როდესაც ორივე გუნდი გამარჯვებას აღნიშნავს | VIDEO

სტატიის ავტორი
-