მსოფლიოს ჩემპიონატზე ახალგაზრდა ბორჯღალოსნების ჯგუფი ცნობილია

ახალგაზრდული მსოფლიოს ჩემპიონატი 2019 წელს არგენტინაში ჩატარდება, სადაც საქართველოს ნაკრებიც მიიღებს მონაწილეობას. უმცროსი ბორჯღალოსნები მსოფლიოს ჩემპიონატზე მონაწილეობას მეოთხედ მიიღებენ. 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა საკუთარი რეკორდი გააუმჯობესა და მე-9 ადგილას დაასრულა ასპარეზობა. მათ 3 მატჩი მოიგეს (ირლანდიასთან, შოტლანდიასთან და იაპონიასთან).

2019 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე უმცროსი ბორჯღალოსნები ძალიან რთულ ჯგუფში მოხვდნენ. Live.ge გთავაზობთ ჯგუფებს:

მსოფლიოს ჩემპიონატზე ახალგაზრდა ბორჯღალოსნების ჯგუფი ცნობილია 1

უმცროსი ბორჯღალოსნები პირველ მატჩს ახალი ზელანდიის წინააღმდეგ გამართავენ, მეორე მატჩს სამხრეთ აფრიკასთან, ხოლო ბოლო მატჩს შოტლანდიასთან.

მსოფლიოს ჩემპიონატზე ახალგაზრდა ბორჯღალოსნების ჯგუფი ცნობილია

სტატიის ავტორი
-