ოლ ბლექსის ახალი მწვრთნელის ვინაობა ცნობილია

ახალი ზელანდიის მორაგბეთა ნაკრები სტივ ჰანსენის ასისტენტმა, იან ფოსტერმა ჩაიბარა. გავრცელებული ინფორმაციით, იან ფოსტერთან 2 წლიანი გაფორმდა. წყაროს მტკიცებით, ფოსტერი ოლ ბლექსის გაწვრთნას 2020 წლიდან შეუდგება.

ოლ ბლექსის მთავარი მწვრთნელის პოსტზე იან ფოსტერის დანიშვნას არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა. თავდაპირველად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ოლ ბლექსს სკოტ რობერტსონი ჩაიბარებდა, რომელსაც გულშემატკივართა უმრავლესობა უჭერდა მხარს თუმცა საბოლოო არჩევანი იან ფოსტერზე შეჩერდა.

 

ოლ ბლექსის ახალი მწვრთნელის ვინაობა ცნობილია

სტატიის ავტორი
-