ფანმა შეცდომით დადო ფსონი, რომ არგენტინა რაგბის მსოფლიო ჩემპიონატს მოიგებს

კატარში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატი დასკვნით ფაზაში შევიდა. 18 დეკემბერს, 2022 წლის მუნდიალის ფინალში, საფრანგეთისა და არგენტინის დაპირისპირება შედგება.

მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი – საფრანგეთი ტიტულის დაცვას შეეცდება. ლეო მესი კი ყველა ღონეს იხმარს, რათა საკუთარ ტრიუმფალურ და ტიტულოვან კარიერას ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ჯილდო შეჰმატოს.

18 დეკემბერს, სრულიად საფეხბურთო სამყაროს ყურადღება კატარისკენ იქნება მიმართული. ერთ-ერთ ფანს სჯეროდა, რომ “ალბისელესტე” მუნდიალის მოგებას შეძლებდა და ამიტომ 38 ფუნტი არგენტინის ჩემპიონობაზე დადო, თუმცა, შეეშალა და ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ნაცვლად, ფსონი რაგბის მსოფლიო თასსზე განათავსა.

https://twitter.com/LukeCarey1881/status/1603105786288300033

შეგახსენებთ, რაგბის მსოფლიო თასი 2023 წელს გაიმართება. ტურნირს საფრანგეთი უმასპინძლებს და მიუხედავად იმისა, რომ არგენტინას საკმაოდ ძლიერი შემადგენლობა ჰყავს, ფავორიტთა ხუთეულშიც კი არ მოიაზრება.

ფანმა შეცდომით დადო ფსონი, რომ არგენტინა რაგბის მსოფლიო ჩემპიონატს მოიგებს

სტატიის ავტორი
-