სამხრეთ აფრიკის მორაგბეთა ეროვნული ნაკრებისა და იაპონური “ქენონ იგლზის” ცხრიანი – ფაფ დე კლერკი, სარაგბო პუბლიკის აღფრთოვანებას განაგრძობს.
იაპონიის ლიგა 1-ის მე-8 ტურის შეხვედრაში, “ქენონისა” და “ტოშიბას” დაპირისპირება შედგა, რომელიც მასპინძელთა გამარჯვებით, 59:48 დასრულდა. უხვქულიან მატჩში ფაფ დე კლერკი ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშე გახლდათ.
პირველი ტაიმის მიწურულს დე კლერკმა მთელი თავისი სარაგბო უნარები გამოიყენა და პუბლიკას სალელოვე პასის გაკეთების მასტერკლასი ჩაუტარა.