ქართული დაპირისპირება ტოპ 14-ში და ამაშუკელის მორიგი აღიარება

საფრანგეთის ტოპ 14-ის მე-12 ტურის შეხვედრაში, “ტულონისა” და “რასინგ 92”-ის დაპირისპირება შედგა. პრინციპული მატჩი, “ტულონის” მარცხით, 14:31 დასრულდა.

რაგბის ქართველი გულშემატკივრისათვის, აღნიშნული მატჩი საკმაოდ დიდ დატვირთვას ატარებდა, რადგან ერთმანეთის წინააღმდეგ ქართველი მორაგბეები აღმოჩნდნენ – მატჩის მთავარ არბიტრად კი ნიკა ამაშუკელი გახდლათ დანიშნული.

“ტულონის” ძირითად შემადგენლობაში ბექა გიგაშვილმა იასპარეზა – მისი ვიზავი კი გურამ გოგიჩაშვილი აღმოჩნდა, რომელიც “რასინგის” ძირითადში თამაშობდა. სტუმართა მარქაფაში კიდევ ერთი ქართველი ბურჯი – გიორგი ხარაიშვილი იმყოფებოდა, რომელიც მატჩში მეორე ტაიმში ჩაერთო. ბექა გიგაშვილმა 58-ე წუთზე ლელოს დადებაც შეძლო, თუმცა მისმა გარჯამ “ტულონი” მარცხისგან ვერ იხსნა.

https://twitter.com/racing92/status/1173508584946245632

დაძაბული და სანახაობრივი მატჩის მთავარმა არბიტრმა – ნიკა ამაშუკელმა, ბრწყინვალე სამსაჯო უნარები გამოავლინა და საკმაოდ მაღალი შეფასებაც დაიმსახურა.

ფოტო: facebook.com/GeorgianRugby

ქართული დაპირისპირება ტოპ 14-ში და ამაშუკელის მორიგი აღიარება

სტატიის ავტორი
-