ქართული ლეგიონი PRO D2-ში

დღეს, საფრანგეთის რანგით მეორე ჩემპიონატის PRO D2-ის მე-5 ტური გაგრძელდება. მე-5 ტური გუშინ დაიწყო, რომელიც “ვანი” – “ბრივის” მატჩით გაიხსნა. მასპინძლები 9-11 დამარცხდნენ. სტუმართა ძირითად შემადგენლობაში სოსო ბეკოშვილი, ვასკა ლობჟანიძე და ოთია გიორგაძე იყვნენ. ოთია გიორგაძემ “ბრივი” ლელოს გაშვებისგან იხსნა.

დღეს, თბილისის დროით 22 საათზე PRO D2-ში შემდეგი შეხვედრები გაიმართება: “ორიაკი” – “ნევერსი” – ორიაკის ძირითად შემადგენლობაში გამოჩნდა “ბორჯღალოსანი” გიორგი ცუცქირიძე, ხოლო მარქფიდან მასპინძლებს ლაშა ლომიძე დაეხმარება. რაც შეეხება “ნევერსს”, მათ შემადგენლობაში არცერთი ქართველი მორაგბე არ ირიცხება.

“ბურგანბრესტი” – “კარკასონი” – აღნიშნულ გუნდებში არცერთი ქართველი მორაგბე არ ირიცხება.

“ბაიონი” – “პროვინს რაგბი” – აღნიშნულ გუნდებში არცერთი ქართველი მორაგბე არ ირიცხება.

“კოლომიე” – “ბიარიცი” – მასპინძელთა ძირითად შემადგენლობაში ბექა შეყლაშვილი იქნება, ხოლო სტუმართა მხრიდან ძირითად შემადგენლობაში მოხვდა ყოფილი “აჟენელი” ვახტანგ ახობაძე.

“მასი” – “ანგულემი” – აღნიშნულ შეხვედრაში არცერთქი ქართველი არ მიიღებს მონაწილეობას. შეგახსენებთ, რომ “ანგულემის” შემადგენლობაში “ბორჯღალოსანი” შალვა სუთიაშვილი ირიცხება, მაგრამ ოჯახური ტრაგედიის გამო, იგი ვერ მიიღებს მატჩში მონაწილეობას.

თბილისის დროით 22:30 საათზე დაიწყება “ბეზიე” – “მონტობარი” – აღნიშნულ გუნდებში არცერთი ქართველი მორაგბე არ ირიცხება.

ქართული ლეგიონი PRO D2-ში

სტატიის ავტორი
-