გავლენიანმა სარაგბო გამოცემა Rugbypass-მა დიდებათა დარბაზში სახელოვანი ქართველი მორაგბე – მამუკა გორგოძე შეიყვანა. 8 დეკემბერს, Rugbypass-ის ადმინისტრაციამ დიდებათა დარბაზში 12 საუკეთესო 8-ნომერი შეიყვანა.
დასახელებულ 12 ლეგენდარულ მორაგბეს შორის საუკეთესოს გამოვლენა, Rugbypass-მა საკუთარ მკითხველს მიანდო. ფანების გამოკითხვის შედეგად, ყველაზე მეტი ხმის მიმღები მორაგბეებისაგან სიმბოლური გუნდი დაკომპლექტდება. აღსანინავია, რომ გამოკითხვაში მამუკა გორგოძე ხმათა სოლიდური რაოდენობით ლიდერობს. ლეგენდარული ქართველი მორაგბისათვის ხმის მისაცემად შეგიძლიათ ეწვიოთ ბმულს.
Rugbypass-ს დიდებათა დარბაზში, 8-ნომრის პოზიციაზე ისეთი ლეგენდარული მორაგბეები მოხვდნენ, როგორიცაა: კირან რიდი (ახალი ზელანდია), ზინზარ ბრუკი (ახალი ზელანდია), სერ უეინ შელფორდი (ახალი ზელანდია), როდნი სო’ოიალო (ახალი ზელანდია), დუეინ ვერმიულენი (სამხრეთ აფრიკა), ბობი სკინსტადი (სამხრეთ აფრიკა), პიერ სპისი (სამხრეთ აფრიკა), ლოურენს დალალიო (ინგლისი), სებასტიენ შაბალი (საფრანგეთი), სერჯო პარისე (იტალია), სკოტ ქუინელი (უელსი), მამუკა გორგოძე (საქართველო).
The Hall of Fame forward pack currently only features Springboks and All Blacks with four of each! Is this the greatest pack of all time? 🤔 pic.twitter.com/64cDmvFvAW
— RugbyPass (@RugbyPass) December 9, 2021
9 დეკემბერს, Rugbypass-ი დიდებათა დარბაზში თორმეტ 9-ნომერს შეიყვანს – მათ შორის საუკეთესოს გამოვლენა ასევე გულშემატკივართა ხმის მიცემით მოხდება.