რუს ოკუპანტებთან ბრძოლაში უკრაინის ნაკრების ყოფილი კაპიტანი დაიღუპა

რუს ოკუპანტებთან ბრძოლაში უკრაინის ნაკრების ყოფილი კაპიტანი და რაგბის კავშირის ყოფილი პრეზიდენტი – ოლექსი ციბკო დაიღუპა. 1967 წელს დაბადებული ოლექსი ციბკო 2003-2005 წლებში უკრაინის რაგბის კავშირის პრეზიდენტის თანამდებობას იკავებდა.

2015-18 წლებში, ოლექსი ციბკო ქალაქ სმელას მერის პოზიციას იკავებდა. ციბკო სმელას დაცვისათვის გამართული ბრძოლის დროს დაიღუპა. უკრაინის რაგბის კავშირის ყოფილი პრეზიდენტის დაღუპვასთან დაკავშირებით, საქართველოს რაგბის კავშირის ოფიციალურ ვებგვერდზე სამძიმრის წერილი გამოქვეყნდა.

რუს ოკუპანტებთან ბრძოლაში უკრაინელი მორაგბე დაიღუპა

უკრაინული რაგბის ოჯახმა რუს ოკუპანტებთან ბრძოლაში პირველი დანაკარგი 14 მარტს განიცადა. კიევის ოლქში მიმდინარე ბრძოლების დროს, სარაგბო კლუბ “რივნეს” მორაგბე – ვოლოდიმირ სტელმახი დაიღუპა.

რუს ოკუპანტებთან ბრძოლაში უკრაინის ნაკრების ყოფილი კაპიტანი დაიღუპა

სტატიის ავტორი
-