რუსეთი “რუს ბარბაროსებთან” დამარცხდა | VIDEO

რუსეთის უკრაინაში შეჭრისა და ფართომასშტაბიანი ომის წამოწყების ფონზე, პრაქტიკულად ყველა სპორტულმა ორგანიზაციამ რუსეთი საკუთარი რიგებიდან მოკვეთა – გამონაკლისი არც მსოფლიო რაგბი და რაგბი ევროპა აღმოჩნდა, რომელთაც რუსეთის რაგბის კავშირს მათი ეგიდით გამართულ ტურნირებში მონაწილეობა აუკრძალა.

რუსეთის მორაგბეთა ეროვნული ნაკრები და რუსული კლუბები მძიმე დარტყმის ქვეშ აღმოჩნდნენ – კლუბებს ევროსარბიელზე ასპარეზობა აეკრძალათ, ნაკრებს კი საერთაშორისო ტესტ-მატჩებისა და რაგბი ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობის უფლება ჩამოერთვა.

აღნიშნულიდან გამომდინარე რუსეთის რაგბის კავშირს ზომები უნდა მიეღო. ხელმძღვანელებმა დიდი ფიქრის შემდეგ, გადაწყვიტეს, რომ რუსეთის ჩემპიონატში მოთამაშე მორაგბეებისაგან დაკომპლექტებული გუნდი შეექმნათ, რომელსაც “რუსი ბარბაროსები” დაარქვეს.

https://twitter.com/RugbyRussia/status/1586342428436566016

რუსეთის მორაგბეთა ეროვნული ნაკრებისა და “რუსი ბარბაროსების” დაპირისპირება ყველასათვის მოულოდნელი შედეგით დასრულდა. სახელდახელოდ შეკრებილმა გუნდმა რუსეთის სიამაყე დაამარცხა. “დათვებისა” და “რუსი ბარბაროსების” სარაგბო მატჩი, რომელიც 29 ოქტომბერს გაიმართა, ეროვნული ნაკრების მარცხით, 21:22 დასრულდა.

რუსეთი "რუს ბარბაროსებთან" დამარცხდა | VIDEO 1

რუსეთი “რუს ბარბაროსებთან” დამარცხდა | VIDEO

სტატიის ავტორი
-