ნინიაშვილისა და საღინაძის ლიონი ჩელენჯ ქაფის ფინალში გავიდა

ჩელენჯ ქაფის ნახევარფინალურ შეხვედრაში ,,ლიონმა” ინგლისური ,,უოსპი” 20:18 დაამარცხა და ტურნირის ფინალში გავიდა.

მატჩში ითამაშა საქართველოს ეროვნული ნაკრების ორმა მორაგბემ – დავით ნინიაშვილმა და ბექა საღინაძემ, რომლებმაც შეხვედრა სრულად ჩაატარეს.

,,ლიონის” მეტოქე ფინალში დღეს, ,,ტულონისა” და ,,სარასენსის” დაპირისპირებაში გაირკვევა. გადამწყვეტი მატჩი 27 მაისს, მარსელში, ,,ველოდრომზეა” ჩანიშნული.


ნინიაშვილისა და საღინაძის ლიონი ჩელენჯ ქაფის ფინალში გავიდა

სტატიის ავტორი
-