სამხრეთ აფრიკის ლეგენდამ კარიერა დაასრულა

2007 და 2019 წლების რაგბის მსოფლიო თასის გამარჯვებულმა – ფრანს შტეინმა პროფესიონალური კარიერის დასრულების გადაწყვეტილება მიიღო.

“სპრინგბოქსის” სახელოვანმა წევრმა, რომელიც ეროვნული ნაკრების ღირსებას თავდაპირველად 2006-14 წლებში და შემდეგ უკვე 2017 წლიდან იცავდა, კარიერის დასრულების გადაწყვეტილება ტრავმის გამო მიიღო.

ფრანს შტეინმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ მისთვის ურთულესი გადაწყვეტილების მიღება, ტრავმიანობამ განაპირობა. 36 წლის შტეინს, “ბოკეს” კვართი 76 დაპირისპირებაში აქვს მორგებული, რა დროის განმავლობაშიც 150 ქულის დაგროვება შეძლო.

როგორ უკვე აღვნიშნეთ, შტეინი ორჯერ გახდა რაგბის მსოფლიო თასის ტრიუმფატორი. ორჯერ გაიმარჯვა ბრიტანელი და ირლანდიელი ლომების სერიაში და ორჯერ გახდა 4 ერის გამარჯვებული.

სამხრეთ აფრიკის ლეგენდამ კარიერა დაასრულა

სტატიის ავტორი
-