სამხრეთ აფრიკის რაგბის კავშირი ნაიჯელ ოუენსის დამატებას აპირებს

სამხრეთ აფრიკული გამოცემა City Press-ის ცნობით, სარაგბო ნაკრები აპირებს, რომ მათ რიგებს ყოფილი მსაჯი ნაიჯელ ოუენსი შემოუერთონ. აფრიკელებს სურთ, რომ 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის წინ წესებში სრულფასოვნად გაიწაფონ.

ამავე წყაროზე დაყრდნობით, ჯერჯერობით ყოფილ არბიტრს წინადადებაზე თანხმობა არ განუცხადებია.

რაგბის ისტორიაში ერთ-ერთმა საუკეთესო მსაჯმა კარიერა 2021 წლის მაისში დაასრულა. უელსელს 100-ზე მეტი საერთაშორისო მატჩი განუსჯია, მათ შორის, სამი მსოფლიო თასი.

სამხრეთ აფრიკის რაგბის კავშირი ნაიჯელ ოუენსის დამატებას აპირებს

სტატიის ავტორი
-