საქართველოს 7-კაცა რაგბის ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფინალში გავიდა

7-კაცა რაგბი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში, რომელსაც პორტუგალია მასპინძლობს, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა საფრანგეთი 14:7 დაამარცხა და ფინალში გავიდა.

გადამწყვეტ შეხვედრაში საქართველოს მეტოქე დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის წყვილში გაირკვევა.

საქართველომ ჯგუფურ ეტაპზე, საიდანაც მესამე ადგილით გავიდა, რუმინეთს აჯობა, მეოთხედფინალში კი ესპანეთს 24:12 მოუგო.

რაგბი ევროპის ჩემპიონატის გარდა, წელს 7-კაცას 2024 წლის პარიზის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების შესარჩევი ეტაპიც ელის, რომელსაც 25-27 ივნისს კრაკოვი უმასპინძლებს. რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეორე ეტაპი 7-9 ივლისს გერმანიაში, ჰამბურგში გაიმართება.

7-კაცას შემადგენლობა რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველ ეტაპზე (ალგარვე):

ნიკოლოზ რეხვიაშვილი (ყოჩები), ბექა გელხვიძე (ლელო), საბა კურტანიძე (ხვამლი), ლაშა კაკაურიძე (ხვამლი), სერგი ჩხაიძე (ყოჩები), სოსო მათიაშვილი (შავი ლომი), გიორგი ჯობავა (ხვამლი), ალექსანდრე ტატიშვილი (ყოჩები), ირაკლი სიმსივე (აია), გაგა ქევხიშვილი (ლელო), გიორგი ჭუაძე (აკადემია), ლაშა ლომიძე (შავი ლომი), გიორგი კურტანიძე (ლელო).

მწვრთნელები: ბესიკ ხამაშურიძე, გია ლაბაძე

საქართველოს 7-კაცა რაგბის ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფინალში გავიდა

სტატიის ავტორი
-