11 VS X – ფეხბურთი – ვარსკვლავის გარეშე | betlive.com-ის უნიკალური პოზიციები EURO 2020-ზე
11 ივნისიდან ფეხბურთის მოყვარულებს განსაკუთრებული სანახაობა ელით – “Euro 2020”, რომელშიც ევროპის 24 უძლიერესი საფეხბურთო ნაკრები მიიღებს მონაწილეობას. ევროპის ჩემპიონატთან დაკავშირებით betlive.com-ზე მრავალმხრივ პოზიციებთან ერთად, საშუალება გექნებათ ფსონი განათავსოთ უნიკალურ პოზიციებზე, რომლებიც მოგების დამატებით შესაძლებლობას გაძლევთ. 11 VS X – ფეხბურთი – ვარსკვლავის გარეშე | betlive.com-ის უნიკალური პოზიციები EURO 2020-ზე betlive.com-ი მომხმარებლებს ფსონის უნიკალურ პოზიციებზე განთავსების […]
11 VS X – ფეხბურთი – ვარსკვლავის გარეშე | betlive.com-ის უნიკალური პოზიციები EURO 2020-ზე
11 ივნისს, ფეხბურთის მოყვარულებისათვის განსაკუთრებული სანახაობა დაიწყო – “Euro 2020”, რომელშიც ევროპის 24 უძლიერესი საფეხბურთო ნაკრები მიიღებს მონაწილეობას. ევროპის ჩემპიონატთან დაკავშირებით betlive.com-ზე მრავალმხრივ პოზიციებთან ერთად, საშუალება გექნებათ ფსონი განათავსოთ უნიკალურ პოზიციებზე, რომლებიც მოგების დამატებით შესაძლებლობას გაძლევთ. 11 VS X – ფეხბურთი – ვარსკვლავის გარეშე | betlive.com-ის უნიკალური პოზიციები EURO 2020-ზე betlive.com-ი მომხმარებლებს ფსონის უნიკალურ პოზიციებზე განთავსების […]
7-კაცა | 5-6 ივნისი, Rugby Europe-ის ჩემპიონატის პირველი ეტაპი
5-6 ივნისს 7-კაცა რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველი ეტაპი გაიმართება. საქართველოს 7-კაცა მორაგბეთა ნაკრები პორტუგალიის, გერმანიისა და ლიეტუვას წინააღმდეგ იასპარეზებს. საქართველოს რაგბის კავშირის ოფიციალურ facebook გვერდზე, საქართველოს 7-კაცა ნაკრების შემადგენლობა და მატჩების განრიგი განთავსდა.
7-კაცა | აკადემია რაგბი ევროპის საკლუბო ჩემპიონატზე
თბილისის ‘აკადემიას’ 7-კაცა გუნდი, 4-5 სექტემბერს რაგბი ევროპის საკლუბო ჩემპიონატში ითამაშებს. ტურნირს სანქტ-პეტერბურგი იმართება და მასში 11 ქვეყნის 12 კლუბი იღებს მონაწილეობას – პოზნანია (პოლონეთი), ბალტრექსი (ლიეტუვა), მიესნიკი (ლატვია), ვვა-პადმასკოვიე (რუსეთი), დუკლა (ჩეხეთი), გრან მილანი (იტალია), ჟენევა (შვეიცარია), ზასტავა-7 (რუსეთი), ბერა ბერა (ესპანეთი), სამურაი (ინგლისი), აკადემია (საქართველო), ჰარუგვა (ბელარუსი). კოვიდ-პანდემიის გამო, ევროპის 7-კაცა ჩემპიონატში მონაწილეობაზე […]
7-კაცა | ევროპულ თამაშებზე მეტოქეები გაირკვა
საქართველოს 7-კაცა ევროპულ თამაშებზე B-ჯგუფში, ესპანეთის, ბელგიისა და ჩეხეთის წინააღმდეგ ითამაშებს. A-ჯგუფში ირლანდია, გერმანია, იტალია და პოლონეთი, ხოლო C-ჯგუფში დიდი ბრიტანეთი, პორტუგალია, ლიეტუვა და რუმინეთი მოხვდნენ. 7-კაცას ევროპული თამაშები პოლონეთის ქალაქ კრაკოვში 25-27 ივნისს გაიმართება. გამარჯვებული გუნდი 2024 წლის პარიზის ოლიმპიური თამაშების საგზურს მიიღებს, მეორე და მესამე გუნდი კი მიზნის მიღწევას საკონტინენტთაშორისო შესარჩევი ტურნირის მოგებით […]
7-კაცა | ლიეტუვა რაგბი ევროპის ჩემპიონატისთვის საქართველოში მოემზადა
ლიეტუვას 7-კაცა ნაკრებმა, რომელიც რაგბი ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება, საქართველოში წინასატურნირო შეკრება გამართა და ადგილობრივ კლუბებთან ამხანაგური მატჩები ჩაატარა. “რაგბი პლატოზე” ლიეტუვას 7-კაცა ნაკრები ორი გუნდით იყო წარმოდგენილი. მის წინააღმდეგ “იუნკერებმა” და “ლოკომოტივმა” ითამაშეს, რომელსაც საქართველოს რეგიონალური ლიგის გამარჯვებული ‘ბორჯომის’ მოთამაშეებიც ყავდა დამატებული. “საქართველოში შეკრებაზე ლიეტუვას 7-კაცა ნაკრები იმყოფებოდა. მათ თამაშების გამართვა სურდათ, მოხდა შიდა ჩემპიონატში […]
7-კაცა | მეორე ადგილი მსოფლიო სერიის შესარჩევში
საქართველოს 7-კაცას ჩილეში გამართული მსოფლიო სერიის შესარჩევი ტურნირის მოგებამდე ერთი ნაბიჯი დააკლდა. ტურნირის დასკვნით დღეს, ნახევარფინალში, ჯგუფურ ეტაპზე განცდილი მარცხისთვის ჩვენმა გუნდმა რევანში აიღო – მასპინძელი ჩილე 31:14 დაამარცხა. მეტოქე დებიუტშივე დაწინაურდა, თუმცა თემურ კოხოძის ერთი და მირიან მოდებაძის ორი ლელოს შემდეგ, საქართველო შესვენებაზე 12-ქულიანი უპირატესობით გავიდა (19:7). მეორე ტაიმშიც პირველი ლელო მასპინძლებმა გაიტანეს და […]
7-კაცა | მსოფლიო სერიის შესარჩევ ტურნირზე ჩილეში
საქართველოს 7-კაცა 12-14 აგვისტოს მსოფლიო სერიის შესარჩევ ტურნირში ითამაშებს, რომელსაც ჩილე, სანტიაგო უმასპინძლებს. თამაშები „სანტა ლაურას“ სტადიონზე გაიმართება. მსოფლიო სერიის საგზურისთვის მსოფლიოს ექვსივე რეგიონის 12 გუნდი იბრძოლებს, რომლებიც სამ 4-გუნდიან ჯგუფში არიან განაწილებული. თითოეული ჯგუფის ორ-ორი მოწინავე და ორიც საუკეთესო მეორეადგილოსანი თასის მეოთხედფინალში გადის. ჩილეში ყველა ადგილი გათამაშდება, თუმცა სანუკვარ საგზურს მხოლოდ გამარჯვებული მიიღებს. საქართველო […]
7-კაცა | მსოფლიომდე ერთ ნაბიჯში
საქართველოს 7-კაცა ნაკრებს 2022 წლის მსოფლიო თასის საგზურამდე ერთი ნაბიჯი დააკლდა. რუმინეთში, ბუქარესტში გამართული შესარჩევი ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე საქართველოს მსოფლიო თასის მომავალ მონაწილეებთან – გერმანიასთან და უელსთან მოუწია შეხვედრა და ორივე შემთხვევაში გამარჯვება მეტოქეს დარჩა, შესაბამისად, 26:7 და 33:14. მეორე დღეს, ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩში ჩვენმა გუნდმა მასპინძელ რუმინეთს 15:7 მოუგო და 8 საუკეთესოს შორის […]
7-კაცა | ოთხი ცვლილებით ევროპულ თამაშებზე
საქართველოს 7-კაცა ხვალ გამთენიისას პოლონეთში მიემგზავრება, სადაც 25-27 ივნისს ევროპული თამაშების გავლით, 2024 წლის პარიზის ოლიმპიური თამაშების საგზურის მოპოვებას ეცდება. „დამოუკიდებელი საქართველოს პირველი გუნდი ოლიმპიადაზე“ – ასეთია ჩვენი გუნდის დევიზი, რომელმაც პოლონეთში გამგზავრებამდე მარტყოფის სარაგბო ბაზაზე სამდღიანი შეკრება გაიარა. „გამოცდილებამ დაგვანახა, რომ ხანმოკლე შეკრებები ბევრად უფრო ეფექტურია. ასეთი მოქნილი მზადების სისტემის დროს, ვარჯიშები უფრო ინტენსიურია […]
7-კაცა | ორი მოსამზადებელი ტურნირი საფრანგეთში
საქართველოს 7-კაცა ნაკრები, ზაფხულში გასამართ ოფიციალურ ჩემპიონატამდე საფრანგეთში გაემგზავრა, სადაც ორ მოსამზადებელ ტურნირს ითამაშებს. გუნდი პარიზში 15 მაისს გაფრინდა, სადაც 17-18-ში პარიზის „ცენტრალ 7“-ს ითამაშებს, რის შემდეგაც ტურში გადაინაცვლებს და 26-28 მაისს ტურის 7-კაცაში მოსინჯავს ძალებს. საფრანგეთში გუნდი 13 მოთამაშით გაემგზავრა. პარიზის ტურნირის შემდეგ, 23 მაისს მათ ‘შავი ლომიდან’ ლაშა ლომიძე და სოსო მათიაშვილი შეუერთდება. […]
7-კაცა | ორი მსაჯი ალაფაზე
პირველად ქართული რაგბის ისტორიაში, ორი ქართველი რეფერი რაგბი ევროპის მიერ ორგანიზებულ რაგბი 7-ის ტურნირს იმსაჯებს. სულხან ჩიხლაძე და ანა პოღოსიანი ივნისში ხორვატიაში ჩავლენ და ზაგრებში გასამართ კაცთა და ქალთა “ალაფას” (19-20 ივნისი) იმსაჯებენ. 7-კაცას რაგბი ევროპის “ალაფაზე” 12 გუნდი ითამაშებს – რუმინეთი, უკრაინა, ბელგია, შვედეთი, ჩეხეთი, ხორვატია, ისრაელი, ლუქსემბურგი, დანია, თურქეთი, უნგრეთი და ლატვია. ჩიხლაძეს […]