კომპანია ბეთლაივმა ბრენდ ამბასადორად ორი გამორჩეული ახალგაზრდა სპორტსმენი – სანდრო მამუკელაშვილი და დავით ნინიაშვილი წარადგინა. ქართული სპორტის მხარდაჭერის პროცესში, კომპანია მჭიდროდ თანამშრომლობს გლობალურ ასპარეზზე წარმატებულ ქართველ სპორტსმენებთან და მათთან ერთად არაერთ საინტერესო კამპანიას გეგმავს. ბეთლაივში აცხადებენ, რომ ბრენდ ამბასადორების წარდგენა ქართულ სპორტთან ურთიერთკავშირის მორიგი მაგალითი იქნება. რაგბის კავშირის, ძიუდოსა და ჩოგბურთის ფედერაციების სპონსორის როლში, კომპანია […]
რაგბი ევროპა | რეკორდსმენი საქართველო უცვლელი ჩემპიონია!
ბორჯღალოსნებმა „ლობუშის“ წინააღმდეგობა მეორე ნახევარში დაძლიეს, პირველ ტაიმში გატანილ ორ ლელოს 4 შემატეს და 2023 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალია დამაჯერებლად – 38:11 დაამარცხეს. ეს იყო საქართველოს მე-100 გამარჯვება ტურნირზე, 2000 წლიდან დღემდე ჩატარებულ 118 შეხვედრაში; ბორჯღალოსნებმა რაგბი ევროპაზე წაუგებელი მატჩების სერია 29-მდე გაზარდეს, რაც სარეკორდო მაჩვენებელია; უშუალოდ პორტუგალია 2006 წლიდან დღემდე გამართულ 18 […]
მერაბ შარიქაძე: „ტურნირის მოგება ხარისხიანი თამაშებით დავიმსახურეთ“
ბორჯღალოსნების კაპიტანი მერაბ შარიქაძე მიიჩნევს, რომ გუნდმა 2023 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატი მაღალ დონეზე ჩაატარა და ტიტულის მე-15-ედ მოგება დაიმსახურა. ესპანეთის ქალაქ ბადახოსში გამართულ გადამწყვეტ მატჩში, საქართველომ პორტუგალიას 6 ლელო გაუტანა და 38:11 სძლია. „ამ თამაშს რამდენიმე სიმბოლური დატვირთვა ქონდა: ეს იყო ჩვენი გუნდის მე-100 გამარჯვება რაგბი ევროპაზე; წაუგებელი მატჩების სერია სარეკორდო მაჩვენებლამდე, 29-მდე გავზარდეთ; […]
შოტლანდია 26:14 იტალია (მიმოხილვა)
საქართველოს მორაგბეთა ნაკრების კაპიტანმა, მერაბ შარიქაძემ, პორტუგალიასთან გასამართ ფინალურ მატჩზე ისაუბრა: ,,ჩვენი მოცემულობიდან, მგონი, მაქსიმალურად ვართ მომზადებულები. უკვე ბევრჯერ ვილაპარაკეთ ამაზე და გულდასაწყვეტია, რომ ეს ფინალი ესპანეთში ტარდება და არა საქართველოში, თუმცა კარგად უნდა ვაჩვენოთ ყველას, რომ ეს ჩვენთვის არაფერს არ შეცვლის. ამ მატჩს არაერთი სიმბოლური დატვირთვა აქვს და სიმბოლურთან ერთად, ძალიან პრინციპულიცაა. მინდა გითხრათ, […]
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა პორტუგალიასთან მატჩისთვის ცნობილია
მას შემდეგ რაც ქართული რაგბი დამოუკიდებელი გახდა, ბორჯღალოსნები პირველად ითამაშებენ ფინალს. ეს 19 მარტს, ესპანეთის ქალაქ ბადახოსში მოხდება. 2023 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის გადამწყვეტ მატჩში, პორტუგალიას ჩვენი დროით 23 საათზე ვერკინებით. 1989 წლიდან, ანუ პირველი საერთაშორისო მატჩიდან (ზიმბაბვესთან) დღემდე, ბორჯღალოსნებს არცერთ ფინალში არ უთამაშიათ, იმ მიზეზით, რომ მსგავსი ფორმატით არცერთი ტურნირი არ ტარდებოდა, გარდა მსოფლიო […]
ბექა გორგაძე: “ფინალის მოსაგებად დამატებითი მოტივაცია არ გვჭირდება”
ფრანგული ტოპ 14-ის ‘პოს’ კაპიტანმა ბექა გორგაძემ ტრავმა მოიშუშა და 19 მარტს ბადახოსში (ესპანეთი) პორტუგალიასთან გასამართი რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალური მატჩისთვის ბორჯღალოსნებთან ერთად ემზადება. 27 წლის მორაგბე სანაკრებო შეკრებაზე თბილისში, ჯერ კიდევ თებერვალში ნიდერლანდებთან თამაშის წინ ჩამოვიდა, მაგრამ ძველმა ტრავმამ იჩინა თავი და მას შემდეგ რეაბილიტაციას გადიოდა, ახლა კი, გუნდს პორტუგალიაში, შეკრებაზე შეუერთდა. „ბოლო ორი […]
ვასილ ლობჟანიძე: „ფინალს ყოველთვის ახლავს სირთულეები“
ბორჯღალოსნების 9 ნომერი ვასილ ლობჟანიძე 19 მარტს, ესპანეთის ქალაქ ბადახოსში, პორტუგალიასთან საინტერესო თამაშის მოლოდინშია. პირველად რაგბი ევროპის ჩემპიონატის 23-წლიან ისტორიაში, ჩემპიონი ფინალურ ჯახში გამოვლინდება, რომელიც 15-ათასიან „ნუევო ვივეროზე“ საქართველოს დროით 23 საათზე დაიწყება. „ფინალი ერთი თამაშია და ვინც არ უნდა იყოს მოწინააღმდეგე, ყოველთვის რთულია. მით უმეტეს, რომ ჩვენი მეტოქე პორტუგალია ბოლო რამდენიმე წელია ვითარდება. მეტოქე […]
ბორჯღალოსნების მზადება რაგბი ევროპის ფინალისთვის | VIDEO
პირველად რაგბი ევროპის ჩემპიონატის (და მისი წინამორბედი ევროპის ერთა თასის) 23-წლიან ისტორიაში, გამარჯვებულის გამოსავლენად ფინალური შეხვედრა გაიმართება. 19 მარტს, პორტუგალიის საზღვართან მდებარე ესპანურ ქალაქ ბადახოსში ბორჯღალოსნები პორტუგალიას ერკინებიან. თამაში საქართველოს დროით 23 საათზე დაიწყება და გამარჯვების შემთხვევაში ბორჯღალოსნები მე-15-ედ შემართავენ თასს. სიმბოლურია, რომ საქართველოს ტურნირზე აქამდე ჩატარებული 117 თამაშიდან 99 აქვს მოგებული და ფინალში გამარჯვება […]
“მნიშვნელობა არ აქვს ვინ დგას ჩემს წინ, მთავარია ვინ მიდგას გვერდით” – დავით ნინიაშვილი
რაგბი TV-ს ეთერში ახალი და საინტერესო გადაცემა “ჯენტლმენების თამაში” გამოჩნდა, რომლის პირველი ეპიზოდის სტუმარი, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრებისა და “ლიონის” ვარსკვლავი – დავით ნინიაშვილი გახლდათ. დავით ნინიაშვილმა გადაცემის ავტორთან საინტერესო თემების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ მნიშვნელობა არ აქვს, თუ ვინ არის მისი მოწინააღმდეგე – მთავარია, ვინ დგას მის გვერდით. “მე ვთვლი, რომ მოედანზე ყველა […]
გიორგი კვესელაძე 8-დან 12 კვირამდე გამოტოვებს
საქართველოს სარაგბო ნაკრებისა და “გლოსტერის” ცენტრმა გიორგი კვესელაძემ რუმინეთთან შეხვედრაში მძიმე ტრავმა მიიღო. როგორც გამოკვლევებმა აჩვენეს მორაგბემ კუნთისა და მყესის მესამე ხარისხის დაზიანება მიიღო. აღნიშნული ტრავმა საკმაოდ მძიმეა. ამ დაზიანების მოსაშუშებლად რეაბილიტაციისთვის 8-12 კვირა არის საჭირო. როგორც მოსალოდნელი იყო, საქართველომ რუმინეთი გართულებების გარეშე, 31:7 დაამარცხა და 2023 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონის ტიტულისთვის, 19 მარტს ესპანეთში, […]
რაგბი ევროპა | საქართველო ტიტულს ფინალში დაიცავს
როგორც მოსალოდნელი იყო, საქართველომ რუმინეთი გართულებების გარეშე, 31:7 დაამარცხა და 2023 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონის ტიტულისთვის, 19 მარტს ესპანეთში, ბადახოსში პორტუგალიას ერკინება. გუნდების რაოდენობის ზრდისა და ფორმატის ცვლილების მიუხედავად, ბორჯღალოსნებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ რაგბი ევროპაზე ბადალი არ ყავთ ეს ფაქტი ბადახოსში ძახილის ნიშნით უნდა დაასრულონ. ჩემპიონატზე ერთ-ერთ მთავარ კონკურენტ რუმინეთთან, საქართველომ წელს საუკეთესო თამაშის […]