ბორჯღალოსნები მსოფლიო რაგბის რეიტინგში დაწინაურდნენ
საქართველოს მორაგბეთა ნაკრები მსოფლიო რაგბის რეიტინგში 1 პოზიციით დაწინაურდა. მსოფლიო რაგბის განახლებულ რეიტინგში ბორჯღალოსნები 73.93 ქულით მე-12 პოზიციაზე დაბრუნდნენ. რაგბის ევროპის ჩემპიონატზე ბორჯღალოსნებმა ტრიუმფალური სტარტი აიღეს. საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა სტუმრად რუმინეთს სძლია და სატურნირო ცხრილში პირველობასთან ერთად ანთიმოზ ივერიელის თასსაც დაეუფლა. რეიტინგში საქართველოს მორაგბეთა ნაკრების დაწინაურება აგრეთვე განაპირობა აშშ-ს მარცხმა. ამერიკის თასზე, არგენტინა XV-მა აშშ […]
რაგბი ევროპის ჩემპიონატი: ბორჯღალოსნების რაზმი გერმანიის წინააღმდეგ (შემადგენლობა)
10 მარტს, 16:00 საათზე, რაგბი ევროპის ჩემპიონატის მე-4 ტურის შეხვედრაში, საქართველო გერმანიას დაუპირისპირდება. “ბორჯღალოსნები” საშინაო დაპირისპირებას ქუთაისში, “აია არენაზე” გამართავენ. საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა – მილტონ ჰეიგმა გერმანიის წინააღმდეგ შემადგენლობა დაასახელა. გთავაზობთ “ბორჯღალოსანთა” რაზმს:
შალვა მამუკაშვილი სამედიცინო ჯოკრის სტატუსით ტოპ-14-ის ერთ-ერთ ლიდერს შეუერთდა
საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების კვაჭი, შალვა მამუკაშვილი სამედიცინო ჯოკრის სტატუსით “ბორდოს” შეუერთდა. ფლორიან დუფურის ტრავმის შემდეგ, “ბორდომ” არჩევანი შალვა მამუკაშვილზე შეაჩერა, რომელიც ტოპ-14-ის ერთ-ერთი ლიდერის ღირსებას მიმდინარე სეზონის ბოლომდე დაიცავს. აღსანიშნავია, რომ თავდაპირველად შალვა მამუკაშვილს “ტულონს” უკავშირებდნენ. სხვადასხვა დროს ქართველი ჰუკერი “მონპელიეს”, “ტულონისა” და “კარკასონის” ღირსებას იცავდა. საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში, მამუკაშვილს 71 კეპი […]
ლეგენდარული ქართველი მორაგბე კარიერას ასრულებს
“ბორჯღალოსნების” ლეგენდარული კაპიტანი, მამუკა გორგოძე კარიერას ასრულებს. აღნიშნული გადაწყვეტილების თაობაზე, გორგოძემ ტოლეკომპანია “იმედთან” ისაუბრა. “30 ივნისს მიმთავრდება მოქმედი კონტრაქტი ფრანგულ “ტულონთან” და მის გახანგრძლივებას აღარ ვაპირებ. გადავწყვიტე დავასრულო სარაგბო კარიერა. თუ რამეში დასჭირდება ქართულ რაგბს ჩემი დახმარება, მუდმივად მის გვერდით ვიქნები”, – აღნიშნა მამუკა გორგოძემ შეგახსენებთ, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების ღირსებას მამუკა გორგოძე 2003-2017 წლებში […]
ოფიციალურად: საქართველო – რუსეთის მატჩის ჩატარების თარიღი ცნობილია
ბორჯღალოსნები 2021 წლის პირველ მატჩში რაგბი ევროპის 2020 წლის დასკვნითი ტურის მატჩს თბილისში, რუსეთის წინააღმდეგ 7 თებერვალს, 15 საათზე გამართავენ. რაგბი ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის დასკვნითი შეეხვედრის სტადიონი უახლოეს დღეებში დასახელდება. შეგახსენებთ, კოვიდ-პანდემიის გამო ეს თამაში ორჯერ გადაიდო (მარტში და ნოემბერში). ამავე მიზეზით, ამ მატჩზეც ტრიბუნებზე გულშემატკივარი არ დაიშვება. ორჯღალოსნებს არსებობის ისტორიაში ყველაზე მეტჯერ რუმინეთთან – […]
ბორჯღალოსნების წინასამატჩო კომენტარები (ვიდეო)
რაგბი ევროპის ჩემპიონატის 2021 წლის გათამაშების მეორე ტურის შეხვედრაში, ესპანეთის მორაგბეთა ეროვნული ნაკრები საქართველოს მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება. ესპანელი “ლომებისა” და “ბორჯღალოსნების დაპირისპირება, 14 მარტს, თბილისის დროით 15:45 საათზე დაიწყება. ესპანეთთან გასამართი მატჩის წინ, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების წევრებმა კომენტარები გააკეთეს:
ბორჯღალოსნების კაპიტანი მომავალ ბორჯღალოსნებთან
ბორჯღალოსნების კაპიტანი მერაბ შარიქაძე, ბავშვთა რაგბის გუნდ ‘მართვეს’ ეწვია და როგორც თავად აღნიშნა, “მომავალ ბორჯღალოსნებთან” ერთად ითამაშა. კაპიტანსა და დამწყებ მორაგბეებს შორის, უხერხულობის მომენტი პრაქტიკულად მისალმებისთანავე გაიფანტა. გასახურებლად შარიქაძემ ბავშვებს რამდენიმე სახალისო ვარჯიში შეასრულებინა, რის შემდეგაც ასაკობრივი ნიშნით რამდენიმე 4-5-ბავშვიანი გუნდი ჩამოყალიბდა და თამაშები გაჩაღდა. გუნდებს ერთის მხრივ ემატებოდა მერაბ შარიქაძე, მეორეს მხრივ ‘მართვეს’ მთავარი […]
დავით კაჭარავა რაგბის კავშირის გამგეობის თავმჯდომარედ აირჩიეს
საქართველოს რაგბის კავშირის ახლადარჩეული გამგეობა მუშაობას შეუდგა. პირველი სხდომა “თბილისი მარიოტში” 21 სექტემბერს გაიმართა და მთავარ საკითხს გამგეობის თავმჯდომარის არჩევა წარმოადგენდა. რაგბის კავშირის პრეზიდენტმა იოსებ ტყემალაძემ, გამგეობის თავმჯდომარის პოსტზე ვეტერანი ბორჯღალოსანის, ცენტურიონი დავით კაჭარავას კანდიდატურა წარადგინა, რომლის ანგარიშზე ყველაზე მეტი – 121 სანაკრებო კეპია და მას ყველამ ერთხმად დაუჭირა მხარი. “ჩემთვის ეს დიდი პასუხისმგებლობაა და […]
2023 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატზე 8 ერი იასპარეზებს
2022 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატი საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების ტრიუმფით დასრულდა. ფინალურ შეხვედრაში, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ესპანეთს დაუპირისპირდა. თბილისში, “დინამო არენაზე” გამართული მატჩი “ბორჯღალოსანთა” დამაჯერებელი გამარჯვებით, 49:15 დასრულდა. საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ამ გამარჯვებით, რაგბი ევროპის ჩემპიონატის მე-14 ტიტული მოიპოვა, რომელიც საკუთარი გულშემატკივრის თვალწინ აღნიშნა. 🏆 🇪🇺 | What a season. Here is the final […]
რაგბი ევროპა | როტაციით ნიდერლანდებთან
ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბმა 11 თებერვალს ნიდერლანდებთან ამსტერდამში გასამართი მატჩისთვის სათამაშო შემადგენლობა დაასახელა. შეხვედრა საქართველოს დროით 16:15 საათზე დაიწყება. 2023 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატს ლევან მაისაშვილი შემოდგომაზე საფრანგეთში გასამართი მსოფლიო თასის მოსამზადებელ ეტაპადაც განიხილავს და წინდაწინვე ითქვა, რომ თამაშის შანსს გაფართოებულ რაზმში მყოფი ყველა მორაგბე მიიღებდა. შედეგად, გერმანიასთან 75:12 მოგებული მატჩის შემდეგ, სასტარტო შემადგენლობაში 10 ცვლილება […]
ბექა გორგაძე: “ფინალის მოსაგებად დამატებითი მოტივაცია არ გვჭირდება”
ფრანგული ტოპ 14-ის ‘პოს’ კაპიტანმა ბექა გორგაძემ ტრავმა მოიშუშა და 19 მარტს ბადახოსში (ესპანეთი) პორტუგალიასთან გასამართი რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალური მატჩისთვის ბორჯღალოსნებთან ერთად ემზადება. 27 წლის მორაგბე სანაკრებო შეკრებაზე თბილისში, ჯერ კიდევ თებერვალში ნიდერლანდებთან თამაშის წინ ჩამოვიდა, მაგრამ ძველმა ტრავმამ იჩინა თავი და მას შემდეგ რეაბილიტაციას გადიოდა, ახლა კი, გუნდს პორტუგალიაში, შეკრებაზე შეუერთდა. „ბოლო ორი […]