პორტუგალიის ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში გავიდა

რაგბი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალური ეტაპის შეხვედრაში პორტუგალიის ნაკრებმა ესპანეთს 27:10 მოუგო და ტურნირის ფინალში გავიდა.

პორტუგალიელებმა პირველი ტაიმი 7:10 დათმეს, თუმცა მეორე ნახევარში მატჩში გარდატეხა შეიტანეს, ორი ლელო დადეს და შეხვედრა სასურველი შედეგით დაასრულეს.

რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეორე ნახევარფინალური მატჩი ხვალ, თბილისში, საქართველოსა და რუმინეთს შორის გაიმართება. შეხვედრა 16:00 საათზეა ჩანიშნული.

საქართველო პლეი-ოფში პირველად თამაშობს. აქამდე რაგბი ევროპის ჩემპიონი ერთწრიანი (5 ტური) ტურნირის შედეგად ვლინდებოდა და ,,ბორჯღალოსნებმა” ტიტული 14-ჯერ მოიპოვეს, წელს კი ორგანიზატორებმა ფორმატი შეცვალეს.

ფინალურ მატჩს 19 მარტს ესპანეთი უმასპინძლებს.

https://twitter.com/rugby_europe/status/1632092069421359104

პორტუგალიის ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში გავიდა

სტატიის ავტორი
-