,,ვეკნას შანსი არ აქვს” – მსოფლიო რაგბის სახალისო კომენტარი აბჟანდაძის ლელოზე

მსოფლიო რაგბიმ სოციალურ ქსელში თედო აბჟანდაძის მიერ იტალიის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ დადებული პირველი ლელოს ვიდეო გამოაქვეყნა. ლელოს დადებაში დიდი როლი ითამაშა დავით ნინიაშვილმაც, რომელმაც არაერთი მეტოქე ჩამოიშორა.

პოსტის კომენტარებში ერთ-ერთმა მომხმარებელმა დაწერა: ,,როცა ვეკნას გაურბიხარ”, რაზეც World Rugby-მ უპასუხა – ,,ვეკნას შანსი არ აქვს.” ვეკნა ნეთფლიქსის პოპულარული სერიალის, Stranger Things, მთავარი ანტიგმირია, რომელიც გონების კონტროლის მეშვეობით კლავს ადამიანებს. მისგან გაქცევას ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟი ცდილობს, ვორლდ რაგბის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოს მუსიკად სწორედ ამ სცენის საუნდრეკი ადევს.


საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ზაფხულის ტესტების მეორე შეხვედრაში იტალიას ბათუმში უმასპინძლა და 28:19 დაამარცხა.

ეს არის პირველი შემთხვევა ქართული რაგბის ისტორიაში, როცა ,,ბორჯღალოსნებმა” ექვსი ერის ნაკრებს მოუგეს.


@worldrugby The try 🙌 The camera work 🔥 #rugby #georgia🇬🇪 #georgianrugby #sports ♬ original sound Running Up That Hill Remix – Séb Reece

,,ვეკნას შანსი არ აქვს” – მსოფლიო რაგბის სახალისო კომენტარი აბჟანდაძის ლელოზე

სტატიის ავტორი
-