სანდრო თოდუას ლელო ტურის საუკეთესოდ დასახელდა

ნოემბრის მესამე ტესტ-მატჩში საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა უელსი სტუმრად 13:12 დაამარცხა და ისტორიული გამარჯვება მოიპოვა.

ქართველთა მხრიდან ერთადერთი ლელოს ავტორი სანდრო თოდუა აღმოჩნდა, რომელიც საკმაოდ სანახაობრივი აღმოჩნდა. Autumn Series-მა გამოკითხვა ჩაატარა, სადაც მესამე ტურის საუკეთესო ლელოს გამოვლენა სურდა. ხმის მიცემის საშუალებით, რაგბის გულშემატკივრებმა საუკეთესოდ ქართველი ფრთის ლელო დაასახელეს.

https://twitter.com/autumnnations/status/1595064678916321285

სანდრო თოდუას ლელო ტურის საუკეთესოდ დასახელდა

სტატიის ავტორი
-