საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი მოიგო

18-წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონატის ფინალში საქართველოს ნაკრებმა პორტუგალია 34:10 დაამარცხა და ტურნირის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა.

უმცროსმა ,,ბორჯღალოსნებმა” დღეს სულ 5 ლელოს დადება შეძლეს და მეტოქეს პირველ ნახევარში 20:7 მოუგეს, მეორე ტაიმში კი – 14:3.

საქართველოს ნაკრებმა ფინალამდე მისასვლელი გზა ძალიან იოლად გაიარა – მეოთხედფინალში ჩეხეთს 76:0 მოუგო, ნახევარფინალში კი ბელგიასთან 86:0 იმარჯვა.

საქართველოში ჩატარებული ტურნირის მესამეადგილოსანი ესპანეთის ნაკრები გახდა, რომელმაც ბელგიას 40:6 სძლია.


საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი მოიგო

სტატიის ავტორი
-